მობილური აპლიკაციები

მობილური აპლიკაციების შექმნა

მობილური აპლიკაციების შექმნა ჩვენი მომსახურების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მობილური აპლიკაციები დღეს უკვე აღარ აღიქმება როგორც გასართობი საშუალება და მას უკვე ბიზნესწარმოების განვითარების ფუნქცია დაემატა.

Mywebs გთავაზობთ მობილური აპლიკაციების დამზადებას შემდეგ პლატფორმებზე

  • Android
  • Apple iPhone
  • Windows Phone

მობილური აპლიკაციები წარმოადგენს ახალ მიმართულებას პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე და ახალი მომხმარებლების, გაყიდვებისა და კომპანიის იმიჯის ზრდის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეთოდს. საკუთარი მობილური აპლიკაცია – ეს არის თქვენი ბიზნესის ახალი შესაძლებლობები.

 

რისთვის არის საჭირო მობილური აპლიკაცია?

მობილური აპლიკაციის დამზადებამდე საჭიროა იმ მიზნის დასახვა, რისთვისაც მივილტვით. ზუსტად ჩამოყალიბებული მიზანი დაგვეხმარება ზუსტად შეგირჩიოთ ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილება.

კლიენტების ლოიალურობის გაზრდა

მობილური აპლიკაციის შექმნით, კომპანია კლიენტებზე ზრუნვას გვაჩვენებს. მობილური აპლიკაციის დამზადება პირველ რიგში მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული ნაბიჯია.

ახალი კლიენტების მოძიება

პერსონალური კომპიუტერის და მობილური მოწყობილობების მომხმარებელები განირჩევიან, მათ განსხვავებული მიზნები, ყოფაქცევა აქვთ. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ ახალი ჯგუფის, აუდიტორიის, პოტენციური კლიენტების მოზიდვაზე.

კომპანიის იმიჯის ამაღლება

მომსახურების, სერვისის დონის ამაღლება, უახლესი ტექნოლოგიური ტრენდებზე ორიენტაცია დადებითად ისახება კომპანიის იმიჯზე.

გაყიდვების მოცულობის ზრდა

ბევრი მაგალითი არსებობს, თუ როგორ მნიშვნელოვნად ზრდის გაყიდვებს მუდამ თან მქონი ტელეფონით განხორციელებული შეკვეთები.