ინტერნეტ მარკეტინგი

ინტერნეტ მარკეტინგი

ინტერნეტ მარკეტინგი არის ბრენდის, პროდუქტის ან სერვისის პრომოუშენი ინტერნეტ სივრცეში. ის მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიც არის რეკლამა და გაყიდვები.

დემონსტრაციული რეკლამა

ასეთი სახის მარკეტინგი ეხება საიტებზე და ბლოგებზე განთავსებულ რეკლამებს. არსებობს პლატფორმა Google Adsense  რომელიც საშუალებას გვაძლევს განვათავსოთ დამკვეთის რეკლამები ჩვენს საიტზე.

იმეილ მარკეტინგი

სახელიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ სამიზნესთან დაკავშირება მეილის საშუალებით ხდება. მაგალითად, კომპანიების წერილები, რომლებიც გვთავაზობენ რაღაცების ყიდვას.

ინბაუნდ მარკეტინგი

ინბაუნდ მარკეტინგს ვიყენებთ მაშინ, როდესაც გვჭირდება ბაზრის კონკრეტული სეგმენტის დარწმუნება იმაში, რომ ჩვენი ბრენდი ხარისხთან და სანდოობასთან ასოცირდება. ამის მისაღწევად კი, მათ უფასო კონტენტს ვთავაზობთ (არა მარტო კონტენტს. თუ რას შესთავაზებთ, თქვენს კრეატიულობაზეა დამოკიდებული).

საძიებო სისტემის მარკეტინგი

ასეთი ფორმის მარკეტინგს ვხვდებით, როდესაც გუგლში, ბინგში ან სხვა საძიებო სისტემაში ვწერთ სასურველ საძიებო სიტყვას და ძებნის შედეგებთან ერთად გვიჩვენებს ლინკებს.

სოციალური მედია მარკეტინგი

სახელიდან გამომდინარე, სოციალური მედია მარკეტინგი ეფუძნება სოციალურ ქსელში კონტენტის გაზიარებას. მაგალითად,ფეისბუქი, ტვიტერი, ლინქდინი, პინტერესტი, ინსტაგრამი, გუგლ+.