fbpx

სეო ოპტიმიზაცია

ყველა ბრენდმა თუ კომპანიამ იცის რომ მათ სჭირდებათ სეო ოპტიმიზაცია, რათა სეო აუმჯობესებს საიტის ხილვადობას და წევს რეიტინგს საძიებო სისტემებში. მაგრამ თითქმის არცერთმა არ იცის რეალური მიზეზი თუ რისთვისაა სეო ოპტიმიზაცია არსებითად მნიშვნელოვანი.

მე წარმოგიდგრნთ 12 მიზეზს, რომელიც ნათლად დაგანახ3ბთ თუ რატომ არის სეო გადამწყვეტი თქვენი ბიზნესისთვის, მიუხედავად საქმიანობის სფეროსა და სიდიდისა.

1. ორგანული ძიება ვებ გვერდზე ტრაფიკის მოზიდვის ძირითადი წყაროა. ჩვენ ყველამ ვიცით რომ ყველაზე დიდ საძიებო სისტემას Google ფლობს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ Google-ის გარდა გამოვრიცხოთ ისეთი საძიებო სისტემები, როგორიცაა Yahoo, Bing, Baidu, Yandex და კიდევ სხვა…. მატკეტინგული საძიებო სისტემის 75% Google-ს უჭირავს დარჩენილი 25% კი ზემოთ ჩამოთვლილ სისტემებს, რომელიც არამც და არამც არ უნდა დავივიწყოთ. როცა საიტს აქვს გამართული სეო ოპტიმიზაცია, ეს ნიშნავს რომ თქვენი ვებ-გვერდი საძიებო სისტემებში იქნება ლიდერ პოზიციაზე, რაც პირდაპირ კავშირშია თქვენს წარმატებასთან.

2. სეო ქმნის საიმედოობას და სანდოობას სეო ოპტიმიზაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს შექმნას ისეთი საფუძველი, ლამაზი, დახვეწილი და ფუნქციურად გამართული საიტისთვის, რომელიც მომხმარებელში გამოიწვევს ნდობას და საიმედოობას. აი მაგალითად: როდესაც ადამიანი ეძებს რაიმე კონკრეტულ პროდუქტს ან მომსახურებას, პირველი რაც მას ახსენდება არის მოძებნოს ეს უკანასკნელი ისეთ უდიდეს საძიებო სისტემაში, როგორიც არის გუგლი. პირველი გვვერდის მოწინავე პოზიციაზე მყოფი ვებ-გვერდი უკვე ნიშნავს იმას, რომ ეს კონკრეტული საიტი ფლობს იმის უნარს იყოს პირველი არა მარტო საძიებო სისტემაში, არამედ თავის საქმიანობაში, შესაბამისად უკვე უჩნდება ნდობა თქვენი კომპანიის მიმართ, გადადის თქვენს ვერბ გვერდზე, ნახულობს კონტაქტს და გიკავშირდებათ, პოტენციური მომხმარებელი უკვე თქვენია.

საიტების დამზადება

3. გამართული სეო ოპტიმიზაცია ნიშნავს უკეთეს გამოცდილებას ყველას სურს ორგანული გრადაცია და მაქსიმალური გამჭვირვალობა, მაგრამ ცოტას თუ შეუძლია გაანალიზოს რომ გამოცდილება ამ ყველაფრის საწინდარია. გუგლმა შეისწავლა რა იქნება ხელსაყრელი ან არახელსაყრელი თქვენი ბიზნესისთვის და მივიდა იმ დასკვნამდე რომ მომხმარებლის გამოცდილება და კმაყოფილება, წარმატების მთავარი საწინდარია, თუ ეს კმაყოფილება აისახება თქვენს ვებ-გვერდებზე. მომხმარებლებმა იციან რა სურთ მათ, და თუ ვერ პოულობენ ან უჭირთ მისი მოძებნა, აქედან იწყება მთავარი პრობლემა. ამის მკაფიო მაგალითია თვითონ Google, რომელიც ყოველდღე უფროდაუფრო ზრდის მომსახურების არეალს და სცემს პასუხებს მომხმარებლის კითხვებზე, სთავაზობს მას მომსახურების ფართო სპექტრს და არჩევანს. გუგლის დახმარებით, მომხმარებელს, მარტივად, ერთი დაწკაპუნებით შეუძლია იპოვნოს მისთვის სასურველი პროდუქტი ან მომსახურება. სწორედ აქ არის სეო ოპტიმიზაცია საჭირო, რადგან მომხმარებელს პირველივე სიტყვაზე ამოუგდოს თქვენი საიტი და აღარ დაიწყოს სხვაგან ძებნა.

4. ლოკალური სეო გულისხმობს გაზარდოთ ჩართულობა, ვიზიტორების რაოდენობა და გარდაქმნა ლოკალური სეო ოპტიმიზაცია გულისხმობს ფოკუსირებას კონკრეტულ ქალაქებს, რეგიონებსა თუ ქვეყნებზე, რაც იმას ნიშნავს რომ თითოეული ვიზიტორი უკვე პოტენციური მომხმარებელია. ვიზიტორის რაოდენობის გაზრდა პირდაირ პროპორციულია გაიზარდოს მომხმარებლის რაოდენობა, ლოკალური სეო ოპტიმიზაცია პატარა ან საშუალო ზომის ბიზნესის განვითარების ფუნდამენტური ნაწილია.

5. სეო გავლენას ახდენს შესყიდვების ციკლზე. სეო გავლენას ახდენს შესყიდვების ციკლზე- რას გულისხმობს ეს კონკრეტული?! როდესაც მომხმარებელი ეძებს ინტერნეტში რაიმე კონკრეტულს, რომელიც კავშირშია თქვენს საქმიანობას, აუცილებელია საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეს თქვენი ვებ-გვერდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ზუსტად ის სიგნალი მიიტანოთ პოტენციურ მომხმარებელთან, რომელიც გარდაქმნის პოტენციურს უკვე არსებულ მომხმარებლად. ანუ ჯაჭვი უკვე შედგა. როდესაც პოტენციური მომხმარებელი ეძებს პასუხებს კითხვებზე, გამართული სეო ოპტიმიაცია პირველი საშუალებაა პასუხები გასცეს მის კითხვებს და გამოიწვიოს მომხმარებლის კმაყოფილება.

6. სეო არის განახლების საუკეთესო პრაქტიკა საძიებო სიტყვები, რომელსაც იყენებთ სეო ოპტიმიზაციისთვის, საჭიროებს ყოველთვის მონიტორინგს და საჭროების შემთხვევაში განახლებას, რადგანაც თქვენმა საიტმა არ დაკარგოს მოწინავე პოზიცია და იყოს კონკურენტუნარიანი. ჩვენ ვიცით რომ Google ათასობით ალგორითმულ ცვლილებებს ახდენს მთელი წლის განმავლობაში, და თუ ამ ცვლილებებს ჩამორჩებით ძალიან რთულია დაუბრუნდეთ საწყის, ლიდერ პოზიციას. თუმცა სეო სისტემის მართვა დაგეხმარებათ ამ პრობლემის თავიდან აცილებაში.

7. თუ თქვენ გესმით სეო ოპტიმიზაცია ეს იმას ნიშნავს, რომ გესმით ვებ-გვერდის ძირითადი არსი თუ თქვენ გსურთ საძიებო სისტემებში იყოთ მოწინავე პოზიციაზე, საჭიროა სეო ოპტიმიზაცია იყოს მაქსიმალურად გამართული და არ ჩამორჩეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს. თუ თქვენ იცით როგორ მართოთ საკუთარი საიტი და რა არის ამისთვის მნიშვნელოვანი, თქვენ გიჭირავთ მთავარი კოზირი იმისა, რომ იყოთ კონკურენტუნარიანი და მისცეთ მომხმარებელს შანსი ყოველთვის ისარგებლონ თქვენი მომსახურებით.

8. სეო შედარებით იაფია როგორც ყველა ძვირფასი ნივთი, სეოც ფასიანია, მაგრამ ის შედარებით იაფია სხვა ძვირადღირებულ სქემებთან შედარებით. თუმცა სეოში გადახდილი თანხა არ არის მარკეტინგული ღიებულება, ეს არის ნამდვილი ინვესტიცია, რადგან გამართული სეო ოპტიმიზაცია-ნიშნავს უფრო მეტ შემოსავალს.

9. სეო არის გრძელვადიანი სტრატეგია სეო არ ნიშნავს დროებით წარმატებას, თუ თქვენ ფეხდაფეხ გაყვებით საიტის სწორ მართვას და არ ჩამოჩდებით საძიებო სისტემებში მიმდინარე ალგორითმულ ცვლილებებს ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ საქმიანობა ბაზარზე ძალიან დიდხანს დაიკავებს ბაზარზე ღირსეულ ადგილს!

10. სეო არის ბრენდის ცნობიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახე როდესაც სეო გამართულად მუშაობს, ეს იმას ნიშნავს რომ საძიებო სისტემებში თქვენი საიტის სახელი ძალიან ხშირად გაიჟღერებს, შესაბამისად ეს გაზრდის თქვენი საქმიანობის ცნობადობას.

11. სეო ქმნის ახალ შესაძლებლობებს გამართული სეო ოპტიმიზაცია ნიშნავს აღმოაჩინოთ , განავითაროთ და შექმნათ ახალი შესაძლებლობები, რომელიც დაეხმარება თქვენს ბიზნეს წინსვლაში და წარმატების მიღწევაში.

12. თუ თქვენ არ ხართ საძიებო სისტემების პირველ გვერდზე ნიშნავს რომ თქვენ ვერ იქნებით კონკურნტუნარიანი სხვა კომპანიებთან შედარებით. ეს საიდუმლო არ არის, თუ თქვენი საიტი საძიებო სისტემებში არ არის პირველ გვერდზე, ეს ნიშნავს იმას რომ თქვენ კონკურენციაში დამარცხდით. დღეს, როდესაც ინტერნეტი ინფორმაციის მთავარი წყაროა თქვენ არ გაქვთ უფლება არ ფლობდეთ გამართულ სეო ოპტიმიზაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნუ გექნებათ ამბიცია მიაღწიოთ წარმატებას და გაუწიოთ კონკურენცია სხვა მსგავს კომპანიებს, რომლებიც სეო სისტემას თქვენზე უკეთ ფლობენ.